მერსესაიდული “ლივერპულის” ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი ბენ ვუდბარნი მომავალ სეზონს “შეფილდ იუნაიტედის” რიგებში გაატარებს. ამ ინფორმაციას ზემოთ ხსენებული კლუბების ოფიციალური ვებ-გვერდები ადასტურებენ.
უელსელ ფეხბურთელს “ლივერპულის” პირველი გუნდის მაისურით 11 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და ერთი გოლიც გატანილი. “შეფილდ იუნაიტედში” მისი დებიუტი, შესაძლოა, ამ უქმეებზე, “სუონსის” წინააღმდეგ შედგეს.
“შეფილდის” მთავარმა მწვრთნელმა ქრის უილდერმა 18 წლის ფეხბურთელზე საუბრისას განაცხადა: “ბენი დიდებული შენაძენია ჩვენთვის, ის ძალიან დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელია, მის შესაძლებლობებში ეჭვი არავის ეპარება.”