სოსო ფრუიძე: “ურთულესი მატჩი გველის, თუმცა ასეთი დონის გუნდებთან გვითამაშია”

საჩხერის ,,ჩიხურამ” წინასამატჩო ვარჯიში მარიბორის ცენტრალურ სტადიონზე “ლიუდსკი არენაზე” გამართა. ვარჯიშის შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც სოსო ფრუიძემ სლოვენიელ ჟურნალისტებს უპასუხა:

“ორივე გუნდმა პირველ შეხვედრაში ერთმანეთი კარგად გავიცანით. ამასთან ერთად, მათი თამაშებიც ვიხილე, ხვალ ურთულეს მატჩს ველოდებით, ,,მარიბორი“ ძალიან კარგად დაკომპლექტებულია გუნდია. ჩვენ გვითამაშია ,,მარიბორის“ დონის გუნდებთან, როგორიც იყო ,,ბურსა’’, ,,ბეითარი’’ და დადებით შედეგსაც მივაღწიეთ. ჩვენ ხვალ ჩვენსას შევეცდებით!” – ამბობს ფრუიძე.

ორ აგვისტოს საჩხერის ,,ჩიხურა“ ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საპასუხო შეხვედრას გამართავს სლოვენიაში ,,მარიბორის“ წინააღმდეგ. მატჩი 22:15 წუთზე დაიწყება.