ალბანელთა მასპინძლობაზე: “აქ ყოფნის დროს არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია. სასტუმროშიც, სადაც დავბინავდით, პერსონალი კარგად გვემსახურება, რისთვისაც მადლიერების მეტი არაფერი გვეთქმის”.
ვიზებთან დაკავშირებულ პრობლემებზე: “თქვენსავით ჩვენც საფეხბურთო კლუბი ვართ და ჩვენს ფეხბურთელებსაც შეექმნა სავიზო პრობლემები… კლუბი ვართ და არა ორგანიზაცია, რომელიც ვიზებს გასცემს, თანაც ამ ყველაფერს თავისი რეგულაციები გააჩნია… კიდევ ვამბობ, ორი ფეხბურთელი ვიზის პრობლემის გამო ჩვენც ვერ წამოვიყვანეთ, მაგრამ “კუკესს” ვერაფერში დავადანაშაულებთ, რადგან ის არაფერ შუაშია!”
დაფესა და ვლიტერზე: “ორი კვირის წინ გადავგზავნეთ საბუთები… შემდეგ გვითხრეს, რომ იმავე საბუთები ელექტრონულ ფოსტაზე გაგვეგზავნა. მას შემდეგ 3-ჯერ გადავუგზავნეთ, თუმცა პასუხი ვერა და ვერ მივიღეთ – სრული იგნორი მათ მხრიდან!”
ხვალინდელ მატჩზე: “ანგარიში 5:2 მოდუნების უფლებას არ გვაძლევს. პროფესიონალები ვართ და საქმეს პროფესიონალურად უნდა მივუდგეთ. ბევრი მაგალითი გვინახავს, როცა პირველი მატჩი გუნდებს ამაზე დიდი ანგარიშით მოუგიათ, შემდეგ კი – წაუგიათ… ყველას გათვიცნობიერებული გვაქვს, რა მნიშვნელობის მატჩია და ფეხბურთელები მაქსიმალურად კონცენტრირებულნი გამოვლენ მოედანზე!”
ქუთაისის “ტორპედოს” ოფიციალური გვერდი