ეროვნული ლიგის 21-ე ტური: პრევიუ

დღეს ეროვნული ლიგის 21-ე ტური აიღებს სტარტს. Fanebi.Com-ი მის პრევიუს გთავაზობთ!

ბოლნისის “სიონი” – ფოთის “კოლხეთი”

დასაწყისი: 17 აგვისტო, 17:30

პირველ დღეს ერთმანეთს “სიონი” და “კოლხეთი” შეერკინებიან. “მიხეილ მესხი 2”-ზე გასამართი მატჩის მასპინძლებმა წინა დაპირისპირება “სამტრედიას” მოუგეს. იქ ბოლნისლებმა იმერლები ანგარიშით, 4:0 სძლიეს.  ახლა მათ 16 ქულა აქვთ და მერვე პოზიციას იკავებენ. რაც შეეხება “კოლხეთს”, მან ბოლო რვა თამაშიდან ვერცერთი ვერ მოიგო, ხოლო უკანასკნელი ხუთი მატჩიდან ყველა წააგო. ლოგიკურად, მეგრელები რვა ქულით მეათეზე არიან.

საჩხერის “ჩიხურა” – რუსთავის “რუსთავი”

დასაწყისი: 18 აგვისტო, 17:30

უკვე მეორე დღეს, ივანწმინდაში, “ცენტარლურ სტადიონზე” ადგილობრივი “ჩიხურა” “რუსთავს” მიიღებს. სამსონ ფრუიძის ბიჭებმა უშუალო მეტოქე, გორის “დილა” დაამარცხეს, 37 ქულა დააგროვეს და მესამე პოზიციაზეც გადაინაცვლეს. რაც შეეხება “რუსთავს”,  ამ კლუბმა ბოლოს “დინამოსთან” მინიმალური სხვაობით წააგო მას თადარგში “ტორპედოსთან” გამოტოვებული შეხვედრა აქვს. ამჟამად, იგი 21 ქულით მეშვიდეა.

თბილისის “დინამო” – სამტრედიის “სამტრედია”

დასაწყისი: 18 აგვისტო, 20:00

“დინამო არენაზე” ადგილობრივი კლუბი “სამტრედიას” მიიღებს. დედაქალაქელებზე უკვე ვთქვით და დავაზუსტოთ, რომ მათ 2:1 მოუგეს “რუსთავს”.  ისინი 44 ქულით მეორეზე არიან და ხუთით ჩამორჩებიან “საბურთალოს”. “სამტრედიას” ამ სეზონში ერთი მოგებაც კი არ აქვს, ხოლო მან ბოლო შვიდი მატჩი ზედმიწევნით წააგო. ეს გუნდი ცხრა ქულით მეცხრე პოზიციაზეა.

თბილისის “საბურთალო” – გორის “დილა”

დასაწყისი: 19 აგვისტო, 19:00

21-ე ტურის მესამე დღის ერთადერთი შეხვედრა გათამაშების ლიდერისა და “დილას ” დაპირისპირებაა, რომელიც “მიხეილ მესხი 2”-ზე შედგება. თბილისურმა გუნდმა ბოლო ექვსი მატჩი მოიგო და 49 ქულით პირველია. “დილამ” ანგარიშით, 1:3 დათმო “ჩიხურასთან”. ამ კლუბს “ტორპედოსთან” ჩასატარებელი ერთი შეხვედრა თადარიგში აქვს. ამჟამად გორელები 34 ქულით მეოთხეზე არიან.

ქუთაისის “ტორპედო” – თბილისის “ლოკომოტივი”

დასაწყისი: 20 აგვისტო, 20:00

უკანასკნელი მატჩი ქუთაისში, “რამაზ შენგელიაზე” “ტორპედოსა” და “ლოკომოტივს” შორის გაიმართება. ქუთაისურ გუნდს, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ევროპის ლიგის პლეი-ოფის საგზური მოიპოვა, ორი შეხვედრა აქვს თადარიგში. ბოლოს “ტორპედო” “კოლხეთს” ეთამაშა და 3:0 მოუგო. ის 27 ქულით მეხუთეა. ხოლო, “ლოკომ” ბოლოს “დინამოსთან” 2:4 წააგო და ახლა 22 ქულით მეექვსეა.