გონსალუ გედეში “ვალენსიას” სრულფასოვანი წევრი იქნება

“პარი სენ-ჟერმენის” პორტუგალიელი თავდამსხმელი გონსალუ გედეში, რომელმაც გასული სეზონი განათხოვრების წესით “ვალენსიაში” გაატარა, “ღამურების” სრულფასოვანი წევრი ხდება.

მხარეები უკვე ყველა დეტალზე მორიგდნენ და შრომითი ხელშეკრულება სამშაბათს გაფორმდება.

ესპანური მედიის თანახმად, პარიზული კლუბი “ვალენსიასგან” 40 მილიონ ევროს მიიღებს, კიდევ ათი მილიონის გამომუშავება კი შესაძლო ბონუსის სახით შეეძლება.

გონსალუ გედეშმა გასულ სეზონში “ვალენსიას” რიგებში 38 მატჩი ჩაატარა, ექვსი ბურთი გაიტანა და ცხრა საგოლე გადაცემა მიითვალა.