“რომას” თავკაცმა “ატალანტასთან” მატჩის მიმდიანრეობისას ხელი მოიტეხა

“რომას” მთავარმა მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ იტალიის სერია A-ს მეორე ტურში ბერგამოს “ატალანტას” წინააღმდეგ გამართული საშინაო მატჩის მიმდინარეობისას ხელი მოიტეხა.

“ლა გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, “ატალანტას” მიერ გატანილი ერთ-ერთი გოლის შემდეგ სამწვრთნელო სკამზე მჯდომმა დი ფრანჩესკომ გულის არეში მუშტებით რტყმა დაიწყო, რა დროსაც ხელიც მცირე მოტეხილობა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ “რომა” მე-60 წუთამდე ანგარიშით 1:3 აგებდა, თუმცა გუნდმა შეხვედრის ფრედ დასრულება შეძლო.