“ინტერმა” მილან შკრინიარი გააიაფა

მილანის “ინტერის” მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს მომავალი სეზონისთვის მილან შკრინიარის შენარჩუნება სურს, თუმცა თუ სლოვაკი მცველის რომელიმე მსურველი ქვემოთ დასახელებულ თანხას გადაიხდის, “ნერაძური” მზად არის, ფეხბურთელი გუნდიდან გაუშვას.

“ინტერი” მილან შკრინიარის სანაცვლოდ აქამდე 85 მილიონ ევროს ითხოვდა, თუმცა კლუბმა მისი სატრანსფერო ღირებულება 70 მილიონ ევრომდე შეამცირა.

აღსანიშნავია, რომ მილან შკრინიარის დამატების სურვილი უკვე დიდი ხანია აქვს ხოსეპ გვარდიოლას და თუ “მანჩესტერ სიტი” 70 მილიონს გადაიხდის, 25 წლის სლოვაკი ინგლისს ამ სეზონის დასრულების შემდეგ მიაშურებს.

მილან შკრინიარმა მიმდინარე სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 32 მატჩი ჩაატარა და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

“ინტერმა” “მანჩესტერ იუნაიტედს” შკრინიარის ტრანსფერზე უარი უთხრა

მილანის “ინტერმა” “მანჩესტერ იუნაიტედის” შემოთავაზება უარით გაისტუმრა. “წითელი ეშმაკები” “ნერაძურის” მილან შკრინიარის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს სთავაზობდნენ, თუმცა იტალიელებმა გუნდიდან სლოვაკი ცენტრალური მცველის გაშვებაზე უარი თქვეს.

“ლა გაძეტა დელო სპორტის” თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს უკვე დიდი ხანია, “ოლდ ტრაფორდზე” მილან შკრინიარის ხილვა სურს და მის სანაცვლოდ კლუბმა 75 მილიონი ევროც გაამზადა, თუმცა მილანიდან უარყოფითი პასუხი მოვიდა. მიუხედავად ამისა, “წითელი ეშმაკები” დანებებას არ აპირებენ და 23 წლის მცველის სანაცვლოდ შესათავაზებელ თანხას გაზრდიან.