“ბეშიქთაშს” კარიუსი აღარ სჭირდება და მისი “ლივერპულში” დაბრუნება სურს

“ბეშიქთაშის” სამწვრთნელო შტაბი მეკარე ლორის კარიუსით იმედგაცრუებულია და მისი “ლივერპულში” დაბრუნება სურს. როგორც მოგეხსენებათ, თურქულმა კლუბმა გერმანელი კიპერი ზაფხულში მერსისაიდული გუნდისგან ორწლიანი იჯარით ინათხოვრა, თუმცა საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტა და “ენფილდზე” მისი დაბრუნება უკვე იანვარშივე სურს.

A Bola-ს ცნობით, “ბეშიქთაშმა” ამის შესახებ “ლივერპულს” უკვე შეატყობინა და კარიუსის ნაცვლად თავდამსხმელ დივოკ ორიგის იჯარის წესით აყვანა ითხოვა.