საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის ყველა მონაწილე გაირკვა

მას შემდეგ, რაც არგენტინულმა “რივერ პლეიტმა” ლიბერტადორესის თასის ორმატჩიან ფინალში “ბოკა ხუნიორსი” დაამარცხა (2:2, 3:1 დ.დ.), ფიფას საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის ყველა მონაწილის ვინაობა გაირკვა.

  • “რეალი” (ესპანეთი; ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული; უეფა);
  • “ესპერანსი” (ტუნისი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული; აფრიკის ფეხბურთის კონფედერაცია);
  • “გვადალახარა” (მექსიკა, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული; კონკაკაფი);
  • “კასიმა ანტლერსი” (იაპონია, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული; აზიის ფეხბურთის კონფედერაცია);
  • “ტიმ ველინგტონი” (ახალი ზელანდია, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული; ოკეანეთის ფეხბურთის კონფედერაცია);
  • “ალ აინი” (არაბთა გაერთიანებული საამიროები, ტურნირის მასპინძელი).

ტურნირი 12-დან 22 დეკემბრამდე, არაბთა გაერთიანებული საამიროები ჩატარდება.

“რივერ პლეიტი” შეხვდება – “ესპერანსი” – “ტიმ ველინგტონი”/”ალ აინი” – დაპირისპირებებში გამარჯვებულს. მადრიდის “რეალი” “კასიმა ანტლერსი” – “გვადალახარას” წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.