“მონაკომ” “ატლეტიკოსგან” ფეხბურთელი ინათხოვრა

მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველი ჟელსონ მარტინში იჯარის წესით “მონაკოში” ითამაშებს. მხარეებს შორის ექვსთვიან კონტრაქტს მოეწერა ხელი.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი “ატლეტიკოში” გასული წლის ზაფხულში გადავიდა, თუმცა გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება ვერ შეძლო.

ცნობისათვის, ლისაბონის “სპორტინგიდან” მადრიდის “ატლეტიკოში” ჟელსონ მარტინშის ტრანსფერთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ფეხბურთელმა პორტუგალიურ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა, რის შემდეგაც “ატლეტიკოს” თავისუფალი აგენტის სტატუსით მიაშურა.