ლუკა ლოჩოშვილი კარიერას “ჟილინაში” გააგრძელებს

კიევის “დინამოს” მცველი ლუკა ლოჩოშვილი კარიერას “ჟილინაში” გააგრძელებს.

ქართველი ფეხბურთელი სლოვაკური კლუბის ღირსებას 2019 წლის ბოლომდე იჯარის წესით დაიცავს. “ჟილინას” 20 წლის მოთამაშის კონტრაქტის გამოსყიდვის უფლებაც ექნება.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილმა 2017 წლის ზაფხულში კიევის “დინამოსთან” ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა ვერცერთი მატჩის ჩატარება ვერ მოახერხა და 2018 წელს განათხოვრების წესით თბილისის “დინამოში” დაბრუნდა.

“ჟილინას” სლოვაკეთის ჩემპიონატის საშემოდგომო ნაწილის დასრულების შემდეგ სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი უკავია.