ბარტომეუ: “როცა ტიტულს ვიგებთ, ცდილობენ, რომ ხალხს უარყოფით რამეზე გადაატანინონ ყურადღება”

ამ სეზონში კატალონიის “ბარსელონამ” ლა ლიგა და ესპანეთის სამეფო თასი მოიგო. “ბლაგურნას” პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბარტომეუ ამბობს, რომ კლუბისთვის ცუდის მსურველები ცდილობენ, ხალხს “ბარსელონას” წარმატებები დაავიწყონ და სხვა რამეზე გადაატანინონ ყურადღება.

“როცა ვიგებთ რამეს, ზოგი მსაჯებზე, ზოგი საპატიო დერეფანზე და სხვადასხვა თემაზე საუბრობს, რათა გულშემატკივრებმა ჩვენს მიღწევებზე დიდი ყურადღება აღარ გაამახვილონ. ისინი წარმოქმნიან დაპირისპირებას და ამით ხალხის კონცენტრირებას ახდენენ უარყოფითზე. თუმცა, ჩვენ ამასთან საერთო არაფერი გავქვს და მისგან განრიდებას ვცდილობთ. მხოლოდ, საქმე გვაინტერესებს, რომელიც, რაც შეიძლება, მეტი ტიტულის მოპოვებას გულისხმობს.”

“ვალვერდემ მოლოდინებს გადააჭარბა. ის ჯერ, მხოლოდ, ერთი წელია გუნდს წვრთნის. თავისი ტალანტით ყველას პატივისცემა და მხარდაჭერა დაიმსახურა. ერნესტომ ამ წარმატებებს მას შემდეგ მიაღწია, რაც ნეიმარმა გუნდი დატოვა და ესპანეთის სუპერთასზე “რეალთან” დავმარცხდით. ამიტომ, მისი მუშაობით კმაყოფილი ვარ,” – ამბობს ბარტომეუ.

“ბარსელონა” ფიფას სანქციების დღოებით შეჩერებას სთხოვს

“ბარსელონას” პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ დაადასტურა, რომ კატალონიური კლუბი ფიფიას მიერ გამოტანილ განაჩენს გაასაჩივრებს. ასევე ბარსელონური კლუბის პრეზიდენტი მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს სანქციების დროებით შეჩერებას სთხოვს.

“სანქციესბის შეჩერებას დროებით ვითხოვთ. გამოძიებას ჩვენი ძალებითაც ვაწარმოებთ. მსოფლიოს საუკეთესო კლუბი ვართ და ზოგიერთებს ეს ძალია  არ მოსწონთ” – განაცხადა ბარტომეუმ საგანგებო პრესკონფერენციაზე.

“ბარსელონა” ტერ შტეგენის მიმართ ინტერესს ადასტურებს

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ აცხადებს, რომ კლუბი ვიქტორ ვალდესის ერთ-ერთ შემცვლელად, მიოხენგლადბახის “ბორუსიას” გერმანელ მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენს მოიაზრებს.

შეგახსენებთ, რომ ვალდესს “ბლაგაურნასთან” კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და როგორც თავად განაცხადა, ის სათამაშოდ სხვაგან წავა.

რაც შეეხება შტეგენს, 21 წლის მეკარეს, რომელსაც გერმანიის ეროვნულ ნაკრებში 2012 წლიდან იძახებენ, ის თავის კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს.

“ბევრის თქმა არ შემიძლია. დიახ, მართალია, რომ ჩვენ ტერ შტეგენს ვაკვირდებით, თუმცა, ის მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტია”, – ამბობს ბარტომეუ.