“ფიორენტინა” — “ინტერის” მთავარი არბიტრი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

იტალიის სერია A-ს 25-ე ტურში “ფიორენტინასა” და მილანის “ინტერს” შორის გამართული მატჩის მთავარი არბიტრი როსარიო აბისო დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

როგორც მოგეხსენებათ, შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა, მატჩის უკანასკნელი გოლი კი მასპინძლებმა 101-ე წუთზე დანიშნული საეჭვო თერთმეტმეტრიანით გაიტანეს.

სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, აბისო სერია A-ში დისკვალიფიცირებული 24 მარტამდე იქნება. გარდა ამისა, ის მიმდინარე სეზონში “ინტერის” მატჩს აღარ განსჯის.