ოფიციალურად:ტერ შტეგენი “ბარსელონას” ივნისში შეუერთდება

უკვე ოფილიალურად დადასტურდა რომ “ბარსელონა” და “გლადბახი” ტერ შტეგენის თაობაზე შეთანხმდნენ. კატალონიის “ბარსელონამ” 21 წლის გერმანელ მეკარის ტრანსფერში “მიოხენგლადბახს” 20 მილიონი გადაუხადა.

მხარეები უკვე შეთანხმდნენ რომ ტერ შტეგენი კატალონიაში ივნისის თვეში გადაბარგდება.

“ბარსელონა” ტერ შტეგენის მიმართ ინტერესს ადასტურებს

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ აცხადებს, რომ კლუბი ვიქტორ ვალდესის ერთ-ერთ შემცვლელად, მიოხენგლადბახის “ბორუსიას” გერმანელ მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენს მოიაზრებს.

შეგახსენებთ, რომ ვალდესს “ბლაგაურნასთან” კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და როგორც თავად განაცხადა, ის სათამაშოდ სხვაგან წავა.

რაც შეეხება შტეგენს, 21 წლის მეკარეს, რომელსაც გერმანიის ეროვნულ ნაკრებში 2012 წლიდან იძახებენ, ის თავის კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს.

“ბევრის თქმა არ შემიძლია. დიახ, მართალია, რომ ჩვენ ტერ შტეგენს ვაკვირდებით, თუმცა, ის მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტია”, – ამბობს ბარტომეუ.