საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მარაქეშის გრან პრიზე

8-10 მარტს მაროკოში, მარაქეშის გრან პრი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებიც მიიღებს.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე -100 კგ და +100 კგ წონით კატეგორიებში მოასპარეზე ძიუდოისტების გარეშე წარსდგება.

-60 კგ: ამირან პაპინაშვილი;
-66 კგ: ნიკო ჭიკაიძე, გიორგი გუგულაშვილი;
-73 კგ: ფრიდონ გიგანი, ლაშა შავდათუაშვილი;
-81 კგ: ბექა დონღვანი, ნუგზარ ტატალაშვილი;
-90 კგ: გიორგი პაპუნაშვილი.