ფრანკ რიბერი: “როცა ბავშვი ხარ და ასეთი ნაიარევი გაქვს, ცხოვრება ადვილი არ არის”

მიუნხენის “ბაიერნის” შემტევმა ნახევარმცველმა, ფრანკ რიბერიმ ბავშვობაში მიღებულ ტრავმაზე ისაუბრა. Canal+ Sport-ის ეთერში 35 წლის ფეხბურთელმა იმ სირთულეებზე ისაუბრა, რისი გადატანაც თავად მას და მის ოჯახს უწევვდათ.

როცა რიბერი ორი წლის იყო, ავტოავარიაში მოყვა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას 100 ნაკერი დაადეს, ნაიარევი კი სამუდამოდ დარჩა.

“ხალხი ამბობდა: “შეხედეთ, სახეზე რა აქვს, შეხედეთ მის თავს. როგორი ნაიარევია? ძალიან უშნოდ გამოიყურება.” სადაც არ უნდა გამევლო, ყველგან მე მიყურებდნენ. თუმცა, ეს იმიტომ არ ხდებოდა, რომ მე კარგი პიროვნება ან კარგი ფეხბურთელი ვიყავი, ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ნაიარევი მქონდა.

მათ მე ძლიერი ხასიათი ჩამომიყალიბეს. როცა ბავშვი ხარ და ასეთი ნაიარევი გაქვს, ცხოვრება ადვილი არ არის. როგორ გიყურებენ ადამიანები, რას ამბობენ შენზე – ჩემ ოჯახს ამის მოთმენა უწევდა. მიუხედავად ყველაფრისა, კუთხეში არასოდეს წავსულვარ და მიტირია” – თქვა რიბერიმ.