ბატისტუტა: “იგუაინს არგენტინის გარდა ყველგან აფასებენ”

არგენტინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა გაბრიელ ომარ ბატისტუტამ ეროვნული გუნდიდან გონსალო იგუაინის წასვლის შესახებ კომენტარი გააკეთა.

“იგუაინი შესანიშნავი თავდამსხმელია. მას მთელ მსოფლიოში აფასებენ, თუმცა არა – არგენტინაში. აქ ხალხს ის გაფუჭებული მომენტებით უფრო ახსოვს, ვიდრე – გატანილი გოლებით”, – ციტირებს ბატისტუტას სიტყვებს Football Italia.

გონსალო იგუაინს არგენტინის ნაკრებში დებიუტი 2009 წლის ოქტომბერში ჰქონდა. მას ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 71 მატჩში 31 გოლი აქვს გატანილი.