ტალიაფიკომ “აიაქსთან”კონტრაქტი გაახანგრძლივა

ამსტერდამის “აიაქსის” მცველმა ნიკოლას ტალიაფიკომ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ახალი შრომითი ხელშეკრულება ძალაში 2022 წლის ზაფხულამდე იქნება.

ნიკოლას ტალიაფიკო ჰოლანდიურ გუნდში 2018 წელს “ინდეპენდიენტედან” გადავიდა. მან მიმდინარე სეზონში “აიაქსის” ფორმით 42 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

Transfermarkt-ი 26 წლის არგენტინელი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას 25 მილიონ ევროდ აფასებს.