12 მაისს, აზერბაიჯანში მიმდინარე ბაქოს გრან სლემის მეორე რაუნდში -100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ონისე სანებლიძე ავსტრიელ ლორინ ბოეჰლერს დაუპირისპირდა.
შეხვედრის დასრულებამდე დაახლოებით ორი წუთით ადრე ავსტრიელმა ძიუდოისტმა ტრავმა მიიღო და ჭიდაობა ვერ გააგრძელა. სანებლიძე მეტოქეს გვერდში ამოუდგა და მას ტატამიდან გასვლაში დაეხმარა.