“რომას” ჯან პიერო გასპერინი ჩაიბარებს

ბერგამოს “ატალანსტას” მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი “რომას” ჩაიბარებს.

Football Italia-ს ცნობით, “მგლები” 61 წლის სპეციალისტს სამწლიან კონტრაქტს და წელიწადში ორნახევარ მილიონ ევროს შესთავაზებენ, რასაც ბონუსებიც დაემატება. გასპერინის მიერ დამოძღვრილ “ატალანტას” იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილი უკავია და ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსი აქვს.

შეგახსენებთ, რომ “რომას” დღესდღეობით კლაუდიო რანიერი თავკაცობს. გუნდს გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილი უკავია.