“ნანტმა” გერბი გამოიცვალა (ფოტო)

“ნანტმა” მომდევნო სეზონისთვის ახალი საშინაო ფორმა წარმოადგინა. ეკიპირება ტრადიციულ ფერენშია გადაწყვეტილი – ყვითელი და მწვანე. გარდა ამისა, კლუბმა გერბი გამოიცვალა. ახალი ემბლემა მინიმალისტურ სტილშია შესრულებული და ის კლუბის სახელწოდების პირველ ასონიშანს წარმოადგენს.

“ნანტი” ახალი ფორმით პირველ მატჩს საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების დასკვნით ტურში ჩაატარებს.