“რეალმა” “ლიონის” ფეხბურთელი გაიფორმა

მადრიდის “რეალმა” მიმდინარე პერიოდში უკვე მესამე ტრანსფერი განახორციელა. “სამეფო კლუბმა” “ლიონის” მცველი ფერლან მენდი გაიფორმა.

მხარეებს შორის ექვსწლიანი კონტრაქტი გაფორმდა და ის ძალაში 2025 წლის 30 ივნისის ჩათვლით იქნება. “რეალი” ფრანგ ფეხბურთელს ოთხშაბათს, ოფიციალურ პრეზენტაციაზე წარადგენს.

24 წლის ფერლან მენდი “ლიონის” ღირსებას 2017 წლიდან იცავდა. მან გასულ სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 40 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. ის საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წევრიც გახლავთ.