ნიგერიელ ფეხბურთელს ვარჯიშზე გულის შეტევა დაემართა

“ბორდოსა” და ნიგერიის ნაკრების თავდამსხმელ სამუელ კალუს ვარჯიშზე გულის შეტევა დაემართა. 21 წლის ფეხბურთელი ქალაქ ალექსანდრიაში მდებარე უახლოეს საავადმოფოში გადაიყვანეს.

“სამუელ კალუს მდგომარეობა სტაბილურია. ის საავადმყოფოში შემოწმდა, ყველაფერი წესრიგშია. ინციდენტის მიზეზი სხეულის დეჰიდრატაცია გახდა. მან დიდი ოდენობით სითხე უნდა სვას”, – აღნიშნა ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციის პრესატაშე ადემოლა ოლაირემ.

შეგახსენებთ, რომ ნიგერიის ნაკრები ეგვიპტეში იმყოფება, სადაც აფრიკის თასის გათამაშება დაიწყო. გუნდი პირველ შეხვედრას დღეს, 21:00 საათზე, ბურუნდის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.