მადაგასკარის პრეზიდენტმა ანდრი რადზუელინამ ნაკრების ქომაგებისთვის ჩარტერული ავიარეისი შეუკვეთა. Airbus 380, რომელიც 480 კაცზეა გათვლილი, მადაგასკარის ნაკრების გულშემატკივრებს ეგვიპტეში გაამგზავრებს, სადაც აფრიკის ერთა თასის გათამაშება ტარდება.
მადაგასკარის ნაკრებმა, რომელსაც წელს ამ ტურნირზე დებიუტი აქვს, ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილი დაიკავა და მერვედფინალში ითამაშებს. ცნობისათვის, მადაგასკარს ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებად ნიგერიის, გვინეისა და ბურუნდის ნაკრებები ჰყავდა.