ტრიპიერს ფსონის გაკეთებაში ედება ბრალი

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ მადრიდის “ატლეტიკოს” მცველ კირან ტრიპიერს ბრალდება წარუდგინა.

ინგლისელ ფეხბურთელს ფსონებზე წესის დარღვევა ედება ბრალად. კერძოდ, ტრიპიერს ბრალს სდებენ, რომ 2019 წელს “ტოტენჰემ ჰოთსპურიდან” “ატლეტიკოში” მის ტრანსფერზე ფსონი გააკეთა.

კირან ტრიპიერი სასამართლოს კითხვებს 18 მაისს უპასუხებს, მანამდე კი ამბობს, რომ უდანაშაულოა და ამას დაამტკიებს კიდეც.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ფსონების გაკეთებაში დამნაშავედ სცნეს დანიელ სტარიჯი, რომელმაც ოთხთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

კირან ტრიპიერი “ატლეტიკოში” გადავიდა

კირან ტრიპიერი “ტოტენჰემ ჰოთსპურიდან” მადრიდის “ატლეტიკოში” გადავიდა. 28 წლის ფეხბურთელმა ესპანურ კლუბთან სამწლიანი შრომითი ხელშეკრულება გააფორმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდელებმა ტრიპიერის სანაცვლოდ “ტოტენჰემს” ოცი მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადეს.

გასულ სეზონში ინგლისელმა ფეხბურთელმა 38 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.