ანტონიო კონტეს “ინტერში” მარკოს ალონსოს დამატება სურს

მილანის “ინტერი” ლონდონის “ჩელსის” მცველ მარკოს ალონსოთი დაინტერესდა. იტალიური პრესის ინფორმაციით, “ნერიაძურის” მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს ესპანელი ფეხბურთელის დამატება ზამთრის სატრანსფერო პერიოდშივე სურს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, საუბარია იჯარაზე თუ სრულფასოვან ტრანსფერზე.

მარკოს ალონსოსა და ლონდონის “ჩელსის” შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2023 წლის ზაფხულამდე აქვს. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი Transfermarkt-ი 28 წლის ესპანელის სატრანსფერო ღირებულებას 32 მილიონ ევროდ აფასებს.