ვან ნისტელროი და სტეკელენბურგი ჰოლანდიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში იმუშავებენ

ჰოლანდიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ეროვნული გუნდის ორი ყოფილი ფეხბურთელი დაემატება. საუბარი რუდ ვან ნისტელროისა და მარტენ სტეკელენბურგზე.

47 წლის სტეკელენბურგი მოვალეობის შესრულებას უახლოეს მომავალში შეუდგება. რაც შეეხება ვან ნისტელროის, ის ჯერჯერობით “პეესვეს” აკადემიაში მუშაობას გააგრძელებს, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე კი ეროვნული ნაკრების ბანაკს შეუერთდება.