რეინიერმა “რეალში” სამედიცინო შემოწმება გაიარა

Globoesporte-ის ინფორმაციით, “ფლამენგოს” შემტევმა ნახევარმცველმა რეინიერ ჟეზუსმა პარასკევს მადრიდის “რეალში” პირველი სამედიცინო შემოწმება გაიარა.

გავრცელებული ინფორმაციით, 17 წლის ფეხბურთელსა და “სამეფო კლუბს” შორის ექვსწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გაფორმდება. ტრანსფერის ღირებულება 30 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც 24 მილიონს “ფლამენგო” მიიღებს, სამ-სამს კი რეინიერის ოჯახი და აგენტი. ფეხბურთელი თავდაპირველად “რეალის” მეორე გუნდში – “კასტილიაში” ითამაშებს.

რეინიერმა “ფლამენგოს” რიგებში 15 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ის ბრაზილიის 23-წლამდე ნაკრების წევრი გახლავთ.