ტიმო ვერნერი “ჩელსიში” გადასვლასთან ახლოსაა

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა “ბილდი” იუწყება, რომ “ლაიფციგის” თავდამსხმელი ტიმო ვერნერი ლონდონის “ჩელსიში” გადასვლასთან ახლოს არის.

წყაროს თანახმად, ლონდონელები 24 წლის ფეხბურთელს ხუთწლიან კონტრაქტს და წელიწადში ხელფასის სახით ათ მილიონ ევროს სთავაზობენ.

ცნობილია, რომ ტიმო ვერნერით “ჩელსის” გარდა მილანის “ინტერი”, ტურინის “იუვენტუსი” და “ლივერპული” არიან დაინტერესებულონი.

ტიმო ვერნერმა მიმდინარე სეზონში “ლაიფციგის” ფორმით ჩატარებულ 40 მატჩში 31 ბურთი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მას გერმანულ კლუბთან შრომითი ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისის ჩათვლით აქვს გაფორმებული.

ტიმო ვერნერს “ლივერპულში” უნდა

“ლაიფციგის” თავდამსხმელი ტიმო ვერნერი შესაძლოა “ლივერპულში” გადავიდეს.

გერმანული გამოცემა “ბილდი” წერს, რომ ფეხბურთელი “ლაიფციგის” დატოვების შემთხვევაში, კარიერის გაგრძელებას სწორედ იურგენ კლოპის გუნდში ისურვებდა. წყაროს თანახმად, გერმანელები მზად არიან, 23 წლის შემტევს ზაფხულში 60 მილიონ ევროდ შეელიონ.

ტიმო ვერნერმა მიმდინარე სეზონში 26 მატჩი ჩაატარა, 25 გოლი გაიტანა და ათი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.