“ლიონი” ლიდერს ყიდის, გრანდები სიტუაციას აკვირდებიან

“ლიონი” 2019-2020 წლების სეზონის შედეგებით ევროთასებზე ვერ მოხვდა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერ მუსა დემბელეს ტრანსფერზე აყენებს.

ფრანგული კლუბი 23 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს მოითხოვს. ამ ოდენობის თანხის გადახდის შესაძლებლობა კი მსურველთაგან ლონდონის “ჩელსისა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” აქვთ. შეგახსენებთ, რომ ფრანგ ფეხბურთელს ინგლისში თამაშის გამოცდილება აქვს. ის 2013-2016 წლებში “ფულემის” ღირსებას იცავდა.

მუსა დემბელემ ამ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 42 მატჩი ჩაატარა, 22 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.