ტედი შერინგემი: “მანჩესტერ იუნაიტედმა” პოგბა უნდა გაუშვას”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი თავდამსხმელი ტედი შერინგემი თვლის, რომ გუნდი პოლ პოგბას უნდა შეელიოს.

“როდესაც ჩვენს დროს საქმე ცუდად მიდიოდა, სიტუაციას როი კინი ასწორებდა. ის ამოძრავებდა გუნდს, მიწას აზანზარებდა და ჩვენც მისი ნებით ავთამაშდებოდით ხოლმე.

შეიძლება პოგბა ნიჭიერი ბიჭია, მაგრამ აქვს იგივე მენტალიტეტი? ისიც აზანზარებს მიწას და მასაც ამოჰყავს “მანჩესტერ იუნაიტედი” ჭაობიდან, როდესაც საქმე რთულდება? ჩემი აზრით, ამ კითხვებზე პასუხი უარყოფითია.

ის გუნდს არასწორ განწობაზე აყენებს. კი ბატონო, ზოგჯერ თვითდაჯერებული და ამპარტავანიც კი უნდა იყო. დუაიტ იორკიც ასეთი გახლდათ, თუმცა საჭირო დროს საჭირო რამეს უნდა აკეთებდე. არ მგონია, რომ პოგბა ასე იქცეოდეს.

ის, ალბათ, ერთ-ერთია, ვინც “მანჩესტერ იუნაიტედი” უნდა დატოვოს, რათა გუნდი ფსიქოლოგიურად სწორად განეწყოს”, – თქვა შერინგემმა “სქაი სპორტსთან” საუბრისას.