დანიის ჩემპიონატი საოცარი გოლით განახლდა (ვიდეო)

28 მაისს დანიის ჩემპიონატი “ორჰუსსა” და “რანერსს” შორის 21-ე ტურის მატჩით განახლდა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. სტუმრები მატჩის 36-ე წუთზე ეფექტური გოლით სიმონ პიეზინგერმა დააწინაურა.

28 წლის ავსტრიელმა ფეხბურთელმა მოედნის ცენტრში ორთაბრძოლა მოიგო და ბურთი მეტოქის კარში წარმატებით გადაგზავნა.