“სიტი” სანეს სანაცვლოდ 70 მილიონს ითხოვს

“მანჩესტერ სიტისა” და მიუნხენის “ბაიერნს” შორის ლეროი სანეს შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკებები გრძელდება.

გერმანული “სქაი” წერს, რომ ინგლისელები 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ მინიმუმ 70 მილიონ ევროს ითხოვენ. “ქალაქელებს” სულაც არ ადარდებთ ის ფაქტი, რომ მომავალ წელს გერმანელ ნახევარმცველსა და ინგლისურ კლუბს შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა ეწურება.

“ბაიერნს” ლეროი სანეს ტრანსფერის გაჩარხვა ამ ზაფხულს სურს. მიუნხენელებმა “სიტის” გერმანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ბოლოს 40 მილიონი ევრო შესთავაზეს და თანხის კიდევ დამატებას არ აპირებენ.