დღეს მერსისაიდული დერბია

დღეს მერსისაიდული დერბია: “ევერტონი” – “ლივერპული”.

“წითლებს” ტიტულისკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა შეუძლიათ, თუმცა “კანფეტებს” არ სურთ, რომ მეზობლების წარმატებაში წვლილი შეიტანონ და საჩემპიონო გზაზე მათ შეჩერებას მაქსიმალურად შეეცდებიან.

უმაყურებლო, მაგრამ მაინც ცხელი დერბის მოლოდინში ვართ. ცეცხლს ნავთი რიშარლისონმა დაასხა, რომელმაც თქვა, რომ ამ მატჩში მთელი ინგლისი “ევერტონს” უქომაგებს, ხოლო ვირჯილ ვან დეიკი საუკეთესო ცენტრალური მცველი არ არის. “წითლების” ბანაკიდან რიშარლისონს ყოფილმა “ენფილდროუდელმა” ხოსე ენრიკემ უპასუხა:

“რჩევა რიშარლისონს მომავლისთვის: უმჯობესია კომენტარები მატჩის შემდეგ აკეთო. შენ ვან დეიკი უკვე გააღიზიანე. ვნახოთ, რა იქნება. “წითლებო”, წინ!”

მატჩი ჩვენი დროით 22:00 საათზე დაიწყება.