40 წლის ხოაკინმა კონტრაქტი გაახანგრძლივა

ვეტერანი ესპანელი ფეხბურთელი ხოაკინი კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს.

40 წლის ნახევარმცველმა “ბეტისთან” კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

ხოაკინი ანდალუსიური კლუბის კაპიტანია. ის “ბეტისში” 2015 წლის აგვისტოდან თამაშობს.

ხოაკინმა გასულ სეზონში 36 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ის შარშან გუნდთან ერთად ესპანეთის თასის გამარჯვებული გახდა. ფეხბურთელს ორ კვირაში 41 წელი შეუსრულდება.

ხოაკინმა “ვულვზთან” მატჩი ნაბახუსევზე ყოფნის გამო გამოტოვა

ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა ხოაკინ სანჩესმა “ბეტისსა” და “ვულვერჰემპტონს” შორის გამართული საკონტროლო მატჩი საინტერესო მიზეზის გამო გამოტოვა. შეხვედრის ოქმში ანდალუსიელი ნახევარმცველის უქმობის მიზეზად ნაბახუსევზე ყოფნაა აღნიშნული.

ხოაკინს 21 ივლისს 40 წელი შეუსრულდა და როგორც ჩანს, ზომაზე მეტად მოილხინა, რის გამოც 24 ივლისს გამართულ მატჩში თამაში ვეღარ შეძლო.

შეხვედრა ინგლისელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

ხოაკინმა რაულის შედეგი გააუმჯობესა

“ბეტისის” ნახევარმცველმა ხოაკინმა ესპანეთის პრიმერადივიზიონში ჩატარებული მატჩების რაოდენობით მეორე ადგილზე გადაინაცვლა. 38 წლის ფეხბურთელმა მადრიდის “რეალის” ყოფილი თავდამსხმელის, რაულის შედეგი გააუმჯობესა.

ხუთშაბათს, პრიმერადივიზიონის 37-ე ტურში “ალავესთან” გამართული შეხვედრა (1:2) ხოაკინისთვის ლა ლიგაში ჩატარებული 551-ე მატჩი გახლდათ. ამ მხრივ რეკორდი რეკორდი ბილბაოს “ატლეტიკის”, “ვალენსიასა” და “ბარსელონას” ყოფილ კიპერ ანდონი სუბისარეტას ეკუთვნის, რომელმაც ლა ლიგის 662 შეხვედრაში ითამაშა.

სხვათა შორის, ხოაკინმა გასულ წელს კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა: ის 38 წლისა და 140 დღის ასაკში პრიმერადივიზიონში მოთამაშე ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჰეთთრიკი შეასრულა.