ბრიტანულმა სპორტულმა ვებ-გვერდმა allsportsnews.co.uk-მა 2015 სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც ნაკრებსა და კლუბებში მოთამაშე საუკეთესო მორაგბეები შეიყვანა. აღსანიშნავია, რომ სიმბოლურ გუნდში მხოლოდ ორი ევროპელი მოხვდა, მათ შორის კი ერთ-ერთი “ბორჯღალოსნების” კაპიტანი მამუკა გორგოძეა.
აი, რას წერენ ბრიტანელები “გორგოძილაზე”:
“რა დონის ნაკრებიც არ უნდა გყავდეს, როცა გუნდის ლიდერობას იკისრებ, განსაკუთრებული მოთამაშე უნდა იყო. მამუკა გორგოძემ კი ინგლისში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე დამტკიცა, რომ სწორედ ასეთია.
31 წლის მორაგბემ ტონგასთან ისტორიულ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა და მნიშვნელოვანი ლელო დადო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრები დამარცხდა, ახალი ზელანდიის ნაკრებთან გამართულ შეხვედრაში გორგოძე საუკეთესოდ აღიარეს. ასევე, მამუკა მაისში “ტულონს” მესამე ტიტულის მოგებაში დაეხმარა.”
რაც შეეხება საუკეთესო თხუთმეტეულს, ის ასე გამოიყურება:
15. აიუმუ გორომარუ (იაპონია; “კვინსლენდ რედსი”)
14. ნეჰე მილნერ-სკუდერი (ახალი ზელანდია; “ჰარიკეინზი”)
13. ჯონათან ჯოზეფი (ინგლისი; “ბატი”)
12. მა ნონუ (ახალი ზელანდია; “ტულონი”)
11. ჟულიან სავეა (ახალი ზელანდია; “ჰარიკეინზი”)
10. დენ კარტერი (ახალი ზელანდია; “რასინგ 92”)
9. აარონ სმიტი (ახალი ზელანდია; “ჰაილენდერსი”)
8. დევიდ პოკოკი (ავსტრალია, “ბრამბიზი”)
7. სჰალკ ბურგერი (სამხრეთ აფრიკა; “სანთორი სანგოლიათი”)
6. მამუკა გორგოძე (საქართველო; “ტულონი”)
5. ბროდი მეტალიკი (ახალი ზელანდია; “ჩიფსი”)
4. ებენ ეტსებეტი (სამხრეთ აფრიკა; “სტორმერსი”)
3. რამირო ერერა (არგენტინა; “კასტრი”)
2. აგუსტინ კრევი (არგენტინა, “ვორკესტერ უარიორსი”)
1. სკოტ სიო (ავსტრალია; “ბრამბიზი”)