“ბენფიკაში” კორონავირუსის 17 შემთხვევა დაფიქსირდა

ლისაბონის “ბენფიკაში” კორონავირუსის 17 შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფიცირებულთა ვინაობა არ სახელდება. უცნობია, რამდენია მათ შორის ფეხბურთელი. კლუბში ელიან გადაწყვეტილებას, თუ როგორი იქნება მათი გრაფიკი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში.

“ბენფიკა” პორტუგალიის ჩემპიონატის მე-14 ტურის თავზე სატურნირო ცხრილში “პორტუსთან” მეორე-მესამე პოზიციებს იყოფს. გუნდს უახლოესი შეხვედრა 20 იანვარს, “ბრაგას” წინააღმდეგ სათასო ტურნირზე აქვს ჩანიშნული.