სოკრატისი “ლაციოში” გადადის

“ლა გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, სოკრატის პაპასტატოპულოსი კარიერას რომის “ლაციოში” გააგრძელებს.

წყაროს თანახმად, 32 წლის ბერძენი მცველი იტალიურ კლუბთან კონტრაქტს 2022 წლის ზაფხულამდე გააფორმებს. მისი წლიური ჯამაგირი ორი მილიონი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ სოკრატისი 2018 წლიდან ლონდონის “არსენალში” გამოდიოდა. მან ინგლისურ კლუბთან შრომითი ხელშეკრულება ოთხშაბათს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.