“მილანის” ყოფილმა მცველმა ალესანდრო კოსტაკურტამ ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და რომელუ ლუკაკუს შორის მომხდარ კონფლიქტზე კომენტარი გააკეთა.
“მე უარესად ვიქცეოდი. მაურო ტასოტიმ მასწავლა, როგორ უნდა გამეღიზიანებინა მოწინააღმდეგეები: მეტოქეს უკან მოვუვლიდი, შევამოწმებდი, რა გვარი ეწერა ზურგზე და შემდეგ ვეკითხებოდი, თუ ვინ იყო”, – ციტირებს კოსტაკურტას სიტყვებს Football Italia.
გარდა ამისა, იტალიელმა თქვა, რომ “მილანის” კიპერ ჯანლუიჯი დონარუმას მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ მიიჩნევს:
“სრულიად ვეთანხმები ამ მოსაზრებას. დონარუმა და მანუელ ნოიერი ერთ სიმაღლეზე დგანან”.