ბელარუსის ჩემპიონატში საწყის სამი ტურში განცდილი სამი მარცხის შემდეგ ბრესტის “რუხის” ხელმძღვანელობამ მთელი გუნდით კოლომეურნეობას მიაშურა. სპორტული დირექტორი სერგეი პრისიაჟნიუკი ამბობს, რომ ეს ერთ გუნდად შეკვრისთვის გაკეთდა.
“კოლმეურნეობაში წავედით, ცოტა წავიმუშავეთ, ჰაერი გამოვიცვალეთ. აღნიშნული გადაწყვეტილება მიზნად ისახავდა თანამშრომლების ერთ გუნდად შეკვრას.
ეს ჩვენი გუნდური გადაწყვეტილება იყო. ბიჭებმა მხარი აგვიბეს. ზოგი ეკლესიაში მიდის, სანთლებს ანთებს, ჩვენ კი კოლმეურნეობაში წასვლა გადავწყვიტეთ. ეს გუნდური იდეა იყო.
ადრე ეკლესიაშიც დავდიოდით, სხვა ფორმატი გვქონდა. ახლა კი ამის მოსინჯვა გადავწყვიტეთ. თუ გავიმარჯვეთ, ესე იგი ყველაფერი სწორად გაგვიკეთებია”, – პრისიაჟნიუკის სიტყვებს ბელარუსული “ტრიბუნა” ციტირებს.
მართლაც, “რუხმა” გათამაშების მეოთხე ტურის შეხვედრაში მინსკის “ისლოჩი” სტუმრად ანგარიშით 1:0 დაამარცხა და წარუმატებელი სერია შეწყვიტა.