ჩრდილომაკედონიელთა უცნაური ვარჯიში – “აი, რატომ აქვთ მათ 0 ქულა” (ვიდეო)

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ფეხბურთელთა ვარჯიშის ამსახველი ვიდეომასალა, რომელმაც ერთი დღის განმავლობაში 3,6 მილიონი ნახვა მოაგროვა.

ვიდეოში ჩანს, რომ ჩრდილომაკედონიელები კონუსებზე დადებული ბურთებით დარბიან და ერთმანეთს თავით გადაცემებს უკეთებენ.

“არ იკითხოთ, რატომ აქვთ მათ ჯგუფში ნული ქულა. 13 წლამდე გუნდებიც კი გაცილებით მეტ სერიოზულობას იჩენენ ვარჯიშებზე”, – დაწერა ერთ-ერთმა მომხმარებელმა.