უკრაინელი ჟურნალისტების ცნობით, კიევის “დინამოს” ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი კარიერას ოდესის “ჩორნომორეცში” გააგრძელებს. 20 წლის ქართველი ფეხბურთელი უკვე ოდესაშია და კლუბთან საიჯარო კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გააფორმებს.
კიევის “დინამომ” შვეიცარიაში გამართულ წინასასეზონო შეკრებაზე წიტაიშვილი წაიყვანა, თუმცა მზადების მეორე ეტაპზე მირჩა ლუჩესკუმ ქართველ ფეხბურთელს აღარ უხმო.
“ჩორნომორეცის” მთავარი მწვრთნელი იური მოროზი 2021 წლამდე კიევის “დინამოს” ასაკობრივ გუნდებში მუშაობდა და მისთვის წიტაიშვილი უცხო არ არის.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა 2020-2021 წლების სეზონი დედაქალაქური კლუბის რიგებში დაიწყო, თუმცა შემდეგ პოლტავის “ვორსკლაში” გაანათხოვრეს.
როგორც მოგეხსენებათ, გიორგი წიტაიშვილს უკრაინის თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. 2019 წელს ის უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ტურნირის ფინალურ მატჩში გოლიც გაიტანა. იმავე წელს წიტაიშვილს უკრაინის ოქროს ტალანტის ჯილდო გადაეცა. 2020 წელს იტალიურმა “ტუტოსპორტმა” ის ევროპის საუკეთესო 21 წლამდე ასაკის მოთამაშეთა შორის დაასახელა. 2021 წელს წიტაიშვილმა არჩევანი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშზე გააკეთა.