ამსტერდამის “აიაქსი” მსოფლიო ფეხბურთისთვის ტალანტების ჩუქებას აგრძელებს. ამჯერად ყურადღების ცენტრში ნიდერლანდური კლუბის აკადემიის დანიელი თავდამსხმელი კრისტიან რასმუსენი მოექცა, რომელმაც ამხანაგურ მატჩში საოცარი გადაცემა შეასრულა.
18 წლის ფეხბურთელს მარჯვენა ფლანგის გარემარბად და გამთამაშებლადაც შეუძლია თამაში, სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” კი მის სატრანსფერო ღირებულებას 250 ათას ევროდ აფასებს და დიდი ალბათობით, ეს თანხა მალე მკვეთრად გაიზრდება, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ რასმუსენის დამატების მსურველ კლუბთა რაოდენობა სულ უფრო მატულობს.