პროფესიონალურ ფეხბურთში დევიდ ბექჰემის შვილის დებიუტი შედგა

პროფესიონალურ ფეხბურთში ინგლისის ნაკრების ყოფილი მოთამაშის, დევიდ ბექჰემის შვილის დებიუტი შედგა.

19 წლის რომეო ბექჰემი “ფორტ ლოდერდეილის” რიგებში ირიცხება. ეს კლუბი ჩრდილოეთ ამერიკის ჩემპიონატის რანგით მესამე დივიზიონ USL League One-ის ბინადარია. ინგლისელმა ნახევარმცველმა “ტორმენტას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში 79-ე წუთამდე ითამაშა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. ბექჰემს თავი შედეგიანი ქმედებით არ გამოუჩენია.

“ფორტ ლოდერდეილი” “ინტერ მაიამის” სარეზერვო კლუბია, რომლის თანამფლობელი დევიდ ბექჰემი გახლავთ.