“ლივერპულმა” “პორტუს” ნახევარმცველი დაიმატა

“ლივერპულმა” “პორტუს” ნახევარმცველი ლუის დიას მარულანდა დაიმატა.

25 წლის ფეხბურთელმა “ენფილდროუდელთა” რიგებში სამედიცინო შემოწმება გაიარა და გრძელვადიანი შრომითი ხელშეკრულება გააფორმა. ის “ლივერპულში” 23-ნომრიანი ფორმით ითამაშებს.

გავრცელებული ინფრომაციით, ინგლისელებმა კოლუმბიელი მარცხენაფლანგელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადეს, კიდევ 20 მილიონი კი ბონუსის სახით იქნება გაცემული.

ლუის დიასმა მიმდინარე სეზონში “პორტუს” ფორმით ყველა ტურნირზე ერთად 28 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.