ისრაელში მსაჯმა ფეხბურთელს წითელი ბარათი ხელის ძლიერად ჩამორთმევის გამო უჩვენა

უცნაური შემთხვევა მოხდა ისრაელის ჩემპიონატში. იერუსალიმის “ჰაპოელსა” და ბეერ-შევის “ჰაპოელს” შორის გამართული მატჩის (0:1) შემდეგ მთავარმა არბიტრმა ლირან ლიანიმ სტუმართა მცველ ჰატემ აბდ ელ-ჰამედუს წითელი ბარათი ხელის ძლიერად ჩამორთმევის გამო უჩვენა.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ბეერ-შევის “ჰაპოელის” აღმასრულებელმა დირექტორმა გაი პრიმორმა, რომელიც მომხდარის შემსწრე იყო:

“იქვე ვიყავი, მსაჯთან ხელის ჩამოსართმევად გავეშურე. არბიტრმა მითხრა, რომ ჰატემის ხელის ჩამორთმევამ მას ტკივილი მიაყენა. რატომ ხარ დამნაშავე, თუ ძლიერი ხელის ჩამორთმევა გაქვს?”