ასპილიკუეტა “ბარსელონაში” გადავა

“ბარსელონამ” ლონდონის “ჩელსის” მცველ სესარ ასპილიკუეტასთან შეთანხმებას მიაღწია. მიმდინარე წლის ზაფხულში 32 წლის ესპანელი ფეხბურთელი კატალონიურ კლუბში გადავა.

სესარ ასპილიკუეტა “ჩელსის” ღირსებას 2012 წლიდან იცავს და ამ დროისთვის გუნდის კაპიტანია. მას კლუბთან შრომითი ხელშეკრულება ამ სეზონის ბოლოს ეწურება. შესაბამისად, ფეხბურთელი “ბლაუგრანას” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

სესარ ასპილიკუეტამ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 17 მატჩი ჩაატრა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.