რუსეთს “ევროსპორტიც” ტოვებს

ამერიკული მედიაკომპანია “დისქავერი”, რომლის ერთ-ერთი შვილობილი სპორტული ტელევიზიების ქსელი “ევროსპორტი” გახლავთ, რუსეთის ტელებაზარს ტოვებს. კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული ფართომასშტაბიანი თავდასხმის გამო მიიღო.

უკვე გათიშულია “ევროსპორტის” ვებსაიტის რუსული ვერსია, ტელევიზიები კი უახლოეს პერიოდში შეწყვეტენ მაუწყებლობას.

“ევროსპორტი” ევროპული და საერთაშორიოს სპორტული მოვლენების ტრანსლირებას ახდენს. მისი დაფარვის არეალი საქართველოსაც მოიცავს. ის რუსეთში 1995 წლიდან მაუწყებლობს. ტელეარხის რუსულენოვანი რედაქცია მოსკოვიდან მუშაობს.