კესიე “ბარსელონაში” ითამაშებს

ესპანური გამოცემა “ასი” იუწყება, რომ “მილანის” ნახევარმცველი ფრანკ კესიე მომავალი სეზონიდან “ბარსელონას” ღირსებას დაიცავს. წყაროს თანახმად, მხარეებს შორის ზეპირი შეთანხმება უკვე მიღწეულია.

25 წლის კოტ დივუარელი ფეხბურთელი კატალონიურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება და “ბლაუგრანასთან” ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. მისი წლიური ჯამაგირი ბონუსების ჩათვლით რვა მილიონი ევრო იქნება. გარდა ამისა, ფეხბურთელი “ნოუ კამპზე” გადასვლისთვის სოლიდურ თანხას მიიღებს.

ფრანკ კესიემ მიმდინარე სეზონში “მილანის” ფორმით 29 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიოტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.