მაცოლა ლუკაკუზე: “არასდროს მინახავს, რომ ფეხბურთელს ასე სურდეს ყოფილ გუნდში დაბრუნება”

მილანის “ინტერის” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა სანდრო მაცოლამ გუნდში რომელუ ლუკაკუს დაბრუნების შესახებ ისაუბრა.

“ძალიან მომწონს ლუკაკუ. შესანიშნავია, რომ მან გუნდში დაბრუნების ასეთი ძლიერი სურვილი გამოავლინა. ამით ყველა ფანი ბედნიერი არ არის. ულტრასებმა თქვეს, რომ ისინი არ დახვდებიან მას აეროპორტში და არ შეეგებებიან. ფანები ჯერ კიდევ ნაწყენები არიან იმით, რომ ლუკაკუმ გუნდი პირველივე შესაძლებლობისას დატოვა.

მესმის, რომ შარშან განვითარებული მოვლენების გამო ზოგიერთს მისი დაბრუნება დიდად არ გაახარებს, მაგრამ ფეხბურთელის მხრიდან გუნდში დაბრუნების ისეთი სურვილი, როგორიც ლუკაკუს ჰქონდა, მანამდე არასდროს მინახავს.

მას სიყვარულის დაბრუნება სჭირდება, ისევე შრომისმოყვარედ უნდა იმუშაოს, როგორც “ინტერში” გატარებულ პირველ წელს. ასე რომ, მივცეთ მას ამის შესაძლებლობა.

ვფიქრობ, რომ ლუკაკუ კარგად იმუშავებს სიმონე ინძაგისთან. მას სერია A-ში განსხვავების შექმნა და რაც ყველაზე მთავარია, “ინტერისთვის” გამარჯვების მოტანა შეუძლია”, – ციტირებს მაცოლას სიტყვებს Football Italia.